უჩვეულო გემოს მქონე კრაბის და ანანასის სალათა სადღესასწაულო სუფრისთვის

56

სადღესასწაულო სალათა, რომელიც ნებისმიერ სუფრას გააფორმებს,  გამოდის ნაზი, არომატული და მსუბუქი.

ინგრედიენტები:

კრაბის ჩხირები- 100 გრ.

ანანასი- 1 ცალი;

კვერცხი- 2 ცალი;

დაკონსერვებული სიმინდი- 100 გრ.

ნიორი- 1 კბილი;

მაიონეზი ან იოგურტი- 1 ს.კ.

მარილი- გემოვნებით.

მომზადების წესი:

კვერცხი მოხარშეთ, გაფრქცვენით და დატოვეთ გასაგრილებლად, ხოლო შემდეგ წვრილად დაჭერით.

კრაბის ჩხირები დაჭერით პატარა კუბიკებად.

ანანასი გაწმინდეთ კანისგან და დაჭერით კუბიკებად, თუ დაკონსერვებულ ანანასს გამოიყენებთ, კარგად გაწურეთ.

ყველა გამზადებული ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ ჯამში, დაუმატეთ სიმინდის გაწურული მარცვლები, მაიონეზი ან იოგურტი, მარილი გემოვნებით და კარგად მოურიეთ.

ნიორი დააქუცმაცეთ, დაუმატეთ სალათას და კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი