ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი, რომლის ძირითადი ინგრედიენტიც ალოეს წვენია

173

ასაკის მატებასთან ერთად სახის კანი კარგავს სიმკვრივეს და ჩნდება ნაოჭები. მთავარია არ გამოგრჩეთ ნაოჭების წარმოქმნის პირველი ნიშნები. კანს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ  30 წლის შემდეგ, დაიხმარეთ ნიღბები და ნაოჭების საწინააღმდეგო კრემები.

კიდევ ერთი ეფექტური ნიღაბი, რომლის მთავრი ინგრედიენტიც ალოეს წვენია. ამ ნიღბის გაკეთება შეგიძლიათ კვირაში ორჯერ. ერთი თვის შემდეგ ეფექტი მოლოდინს გადააჭარბებს.

როგორ მოვამზადოთ ნიღაბი?

1 ს.კ. ალოეს წვენი;

1 ს.კ. ზეითუნის ზეთი;

1 ჩ.კ. დღის კრემი.

როგორ მოვამზადოთ და მივიღოთ ალოეს ნიღაბი?

ალოეს წვენის მომზადება: ალოეს მოაჭერით ფოთლები და 2 კვირა გააჩერეთ მაცივარში, ხოლო შემდეგ გამოწურეთ მისი წვენი.

ნიღბის მოსამზადებლად, ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს, წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 10-15 წუთი.

დროის გასვლის შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

 

კომენტარი