ბედისწერის ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ- შამანების რჩევები

175

სამყარო გვიგზავნის შეტყობინებებს და ყოველთვის მიგვასწავლის სწორ გზას. ამიტომ, უნდა ვისწავლოთ შევამჩნიოთ მისი მითითებები. აი, რას გვირჩევენ ბრაზილიელი შამანები. 

თუ დიდი ხნის შემდეგ იპოვეთ დაკარგული ნივთი
დაკარგულ ნივთებთან ერთად, ჩვენს ცხოვრებაში ბრუნდება წარსულის ნაწილი. თუ ეს დოკუმენტებია, თქვენს ცხოვრებაში ბრუნდება წესრიგი. შეგიძლიათ იყიდოთ ავიაბილეთები და შვებულებაში წახვიდეთ, ის წარმატებულად ჩაივლის. ნაპოვნი ფოტო, ან ნივთი, რომელიც დასრულებულ ურთიერთობებს უკავშირდება, ატარებს მათ მუხტს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელთანაც დავშორდით, ჩვენზე ფიქრობს. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ის ისევ გამოჩნდება ჩვენს ცხოვრებაში. 

ხედავთ ერთი და იგივე სიზმარს
თუ სიზმარი დაიმახსოვრეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია. განმეორებადი სიზმარი- ძლიერი ნიშანია და მას ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან ის რაღაცის შესახებ გაფრთხილებთ. შეგიძლიათ ჩაწეროთ სიტყვები, რომლებიც დაიმახსოვრეთ, ადგილები, სადაც სიზმარში იმყოფებოდით, ადამიანები, რომლებიც დაინახეთ და დაფიქრდეთ რასთან ასოცირდება ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში. 

შეტყობინება, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ
სამყარო გვიგზავნის ფრაზას (პასუხს) ჩვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე. თუ სხვადასხვა სტატიაში, სიმღერაში, ან წიგნში ერთი და იგივე ფრაზა გხვდებათ, ეს რაღაცას ნიშნავს. მაგრამ ეს შემთხვევითი არ არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ყურადღებას თქვენდა უნებლიედ​ აქცევთ. 

დაკარგეთ ფული, სამკაულები და ა.შ.
თუ დაკარგეთ ფული- ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერ მატერიალურს დიდ ყურადღებას აქცევთ, ან აკლებთ საკუთარ თავს დადებით ემოციებს, ხალისს. ნივთები აგროვებენ ენერგიას და როდესაც ბევრი ნეგატივი გროვდება, ნივთი იკარგება. ეს არის ერთგვარი კომპენსაცია და ნიშანი იმისა, რომ სამყაროს ჩვენი შენარჩუნება სურს. 

კომენტარი