როგორ მოვამზადოთ შაურმა ქათმის ფილეთი სახლის პირობებში? უმარტივესი რეცეპტი თქვენთვის!

196

თუ არ იცით რა მოამზადოთ ვახშმისთვის, ეს იდეა აუცილებლად გამოგადგებათ!

ინგრედიენტები:
– 100 გ ქათმის ფილე
– 1 ც. კიტრი
– 1 ც. პომიდორი
– 1 ც. ხახვი
– 100 გ სტაფილო კორეულად
– 50 გ ყველი
– 1 ც. ლავაში
– 2 ს/კ მაიონეზი
– 2 ს/კ ტომატი
– 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი:

1. ლავაშს მაიონეზი და ტომატი წაუსვით.

2. ფილე შეწვით და დააქუცმაცეთ. ხორცი ლავაშზე გადაიტანეთ.

3. შემდეგი ფენები: პომიდვრის, კიტრის, ხახვის ნაჭრები.

4. ამ ყველაფერს მოაყარეთ სტაფილო კორეულად და გახეხილი ყველი.

5. ლავაშს რულეტის ფორმა მიეცით და ჩადეთ მიკროტალღურ ღუმელში 3 წუთით. შაურმა მზადაა!

კომენტარი