ბისკვიტები ტაფაზე- იდეალური საუზმე მთელი ოჯახისთვის

65

საჭირო ინგრედიენტები:
– 3 ს/კ ხორბლის ფქვილი
– 3 კვერცხი
– 1 მწიკვი მარილი
– 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
– 1 ს/კ რძე
– 2 ს/კ მზესუმზირის ზეთი
– შაქრის პუდრა გემოვნებით

მომზადების წესი:
1. განაცალკევეთ ერთმანეთისგან 3 კვერცხის გული და ცილა. კვერცხის გულებს რძე შეურიეთ, ხოლო ცილას მარილი დაუმატეთ და კარგად ათქვიფეთ, ორივე მასა ერთმანეთს შეურიეთ. 

2. ფქვილს (გაცრა აუცილებელია) გამაფხვიერებელი შეურიეთ და ინგრედიენტები კვერცხის ნარევს დაუმატეთ. 

3. შეწვით ბისკვიტები ტაფაზე ორივე მხრიდან და შაქრის პუდრა მოაყარეთ. 

კომენტარი