ნაოჭების წინააღმდეგ კარაქის და თაფლის ნიღაბი დაგეხმარებათ

91

ნიღბისთვის უჩვეულო პროდუქტების ნაკრები, რომლის დახმარებითაც სახეზე მიმიკური ნაოჭები გაქრება და კანს ელასტიურობას შესძენს. ეს არაერთხელ ნაცადი და ეფექტური საშუალებაა, რომელიც მარტივად ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან შედგება.

როგორ მოვამზადოთ სახის ნიღაბი?

თაფლი- 1 ჩ.კ.

დარბილებული კარაქი- 1 ს.კ.

კვერცხის გული- 1 ცალი;

გახეხილი ვაშლი- 1 ჩ.კ.

როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ სახის ნიღაბი?

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ ჯამში და მოურიეთ ერთი მასის მიღებამდე. მიღებული ნიღაბი წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი, ხოლო შემდეგ სველი კოსმეტიკური ქაღალდით ან ბამბით მოიწმინდეთ. ბოლოს კი დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

ეფექტის მისაღწევად ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ, ერთი თვის განმავლობაში.

კომენტარი