ცომი საფუარით, სულ რაღაც 15 წუთში

215

მომდევნო რეცეპტით მომზადებული ცომი შეგიძლიათ მაცივარში რამდენიმე დღე შეინახოთ.

ამ ცომით შეგიძლიათ მოამზადოთ ფუნთუშა, ორცხობილა, პიცა, ღვეზელი და ა.შ.

ინგრედიენტები:

ფქვილი- 5 ჭიქა;

რძე- 500 გრ.

საფუარი (მშრალი, პატარა შეკვრა)- 11 გრ.

შაქარი- 2 ს.კ.

მცენარეული ზეთი- 2 ს.კ.

მარილი- 0,5 ჩ.კ.

მომზადების წესი:

დიდ ჯამში მოათავსეთ 4 ჭიქა ფქვილი, საფუარი, პერიოდულად დაუმატეთ თბილი რძე და შაქარი. ასევე, დაამატეთ მარილი, ზეთი და კარგად მოურიეთ.

მასას დაუმატეთ 1 ჭიქა ფქვილი და მოზილეთ.

გამზადებული ცომი შეახვიეთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში.

2 საათის შემდეგ, შეგიძლიათ დაწყოთ ცხობა.

კომენტარი