ხორცი ბულღურით და სტაფილოთი- შესანიშნავი სადილი ბავშვებისთვის

221

დღეს წარმოგიდგენთ გემრიელი და სასარგებლო კერძის რეცეპტს ბულღურით. შეგიძლიათ მოამზადოთ ის სადილისთვის- გემო ყველა ბავშვს მოეწონება!

თქვენ დაგჭირდებათ:
300-350 გ ხორცი (ხბოს, საქონლის, ან ქათმის)
100 გ ბულღური
1 ც. სტაფილო
1 ც. ხახვი
2 ჩ/კ ნაღების კარაქი
მარილი, მწვანილი გემოვნებით (ამ რეცეპტში ვიყენებთ მწვანე ხახვს)

მომზადების დრო: 25 წუთი + დრო ხორცის მომზადებისთვის 

მომზადების წესი:

ხორცი მომზადებამდე მოხარშეთ და (არ დაგავიწყდეთ მარილის შესახებ) პატარა კვადრატებად დაჭერით (ყველაზე პატარებისთვის, ხორცი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ).

ვამზადებთ ბულღურს: ქვაბში გაალღვეთ ნაღების კარაქის ნაჭერი, დაამატეთ ბულღური და შეწვით დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში. დაამატეთ მდუღარე წყალი, მარილი და მოხარშეთ მომზადებამდე. 

ხახვი და სტაფილო გაფცქვენით, გარეცხეთ და დააქუცმაცეთ. 

ტაფაში გაალღვეთ კარაქის ნაჭერი და მინიმალურ ცეცხლზე მოამზადეთ სტაფილო და ხახვი 5-7 წუთის განმავლობაში. 

დაამატეთ ხორცი და მზა ბულღური. 

ინგრედიენტებს კარგად მოურიეთ და დაქუცმაცებული მწვანილი მოაყარეთ. 

კომენტარი