როგორ მოვაშოროთ ჩაიდანს ნადები ლიმონის დახმარებით?

99

ჩაიდანში ნადები ჩნდება დაბალი ხარისხის წყლისგან. დუღილის დროს, წყლიდან გამოდევნილი ნივთიერებები, რჩება ჩაიდნის კედლებზე/ფსკერზე და ცხელ სასმელს (ყავა, ჩაი)  უსიამოვნო გემოს სძენს.

მომდევნო ხსნარით, შეგიძლიათ გაწმინდოთ შუშის, პლასტმასის და ფოლადის ჩაიდანი.

ჩაიდნის გაწმენდის მარტივი საშუალება, რომელსაც არ სჭირდება ქიმიური და ძვირადღირებული ხსნარები.

ამისათვის დაგჭირდებათ:

წყალი- ½ ლ.

ლიმონი ¼ ან ლიმონმჟავა 2 ს.კ.

ჩაიდანში გააცხელეთ წყალი და დუღილისას ჩააგდეთ ლიმონის ნაჭერი ან ჩაასხით ლიმონმჟავა.  ლიმონიანი მდუღარე წყალი დატოვეთ ჩაიდანში 1-2 საათი, რათა იმოქმედოს, ხოლო შემდეგ კარგად გარეცხეთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბლით.

პირველი ადუღებული წყალი გადააქციეთ და ლიმონის პროცედურა დაიწყეთ მეორედ ადუღებული წყლით.

კომენტარი