საოცრად ნაზი და გემრიელი კრემი ეკლერებისთვის

42

თუ ეკლერების გამოცხობას აპირებთ, კრემის ეს რეცეპტი აუცილებლად გამოგადგებათ!

თქვენ დაგჭირდებათ:
• 2 კვერცხი
• 1 ჭიქა შაქარი
• 1 ჩ/კ ვანილის შაქარი
• 1,5 ჭიქა რძე
• 2 ჩ/კ გამლღვარი ნაღების კარაქი
• 2 ჩ/კ ფქვილი

მომზადების წესი:

✓ შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი და 2 კვერცხი.

✓ აადუღეთ რძე და შაქარი. დაამატეთ რძე კვერცხის და ფქვილის მასაში- ინგრედიენტებს კარგად მოურიეთ.

✓ კრემი ცეცხლზე დადგით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ აადუღოთ. დაამატეთ ვანილის შაქარი, ნაღების კარაქი.

✓ ქვაბი კრემით გადაიტანეთ თეფშზე ცივი წყლით, ან ყინულით, რათა ის სწრაფად გაგრილდეს. 

კომენტარი