სიყვარულის ტესტი: რომელი ცხოველი დაინახეთ პირველი?

186

ტესტი იმის შესახებ, თუ როგორ ვეძებთ და ვირჩევთ ცხოვრების მეგზურს. გარდა ამისა, როგორ ვხედავთ ჩვენს თავს მის გვერდით.

მაშ ასე, დააკვირდით ფოტოს და იხილეთ განმარტება: რა დაინახეთ პირველად- კატები თუ ძაღლი?

test1

ძაღლი

ურთიერთობისას პირველ ადგილზე აყენებთ თბილ დამოკიდებულებასა და ერთგულებას. ბედნიერი ხართ იმ დროს, როცა თქვენი საყვარელი ადამიანი კარგად არის. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების მანძილზე არაერთი ორპირი და მოღალატე ადამიანი შეგხვედრიათ, თქვენ ყოველთვის გჯეროდათ წრფელი სიყვარულის. და სწორადაც იქცევით!

რჩევა: თქვენ იცით, რომ გრძნობა თავისთავად არ იბადება. უბრალოდ არ გაუსწროთ მოვლენებს (ეს თქვენთვის ბუნებრივი მოვლენაა). მიჰყევით დინებას, დაჩქარებით და რაღაცის ხელოვნურად შეცვლით, ლამაზ ურთიერთობას გააფუჭებთ.

კატები

თქვენ ადამიანი ხართ, რომელიც სიყვარულში კომფორტს და მეორე ნახევრისგან მზრუნველობას ეძებეს. მნიშვნელოვანია ადამიანს სულიერად და ფიზიკურად ეწყობოდეთ, რათა ის მიიჩნიოთ ახლო, საყვარელ მეორე ნახევრად. პირველივე შეხვედრისთანავე ფლირტს არასოდეს იწყებთ, უბრალოდ აკვირდებით, სწავლობთ ადამიანს, სანამ არ მიხვდებით, რომ ის სანდო და სულით მონათესავეა. ამის შემდეგ შესაძლოა გაგიჩნდეთ სურვილი, რომ იგი მომავალში თქვენს გვერდით იხილოთ.

რჩევა: არ ღირს შეაწუხოთ თქვენი მეორე ნახევარი ზედმეტი მოთხოვნებით. დაიმახსოვრეთ, რომ ყველა ჩვენგანს აქვს პატარა ნაკლი და იმისათვის, რომ ადამიანი გულახდილი  გახდეს, მნიშვნელოვანია ჩვენი თბილი დამოკიდებულებით გული გაუთბოთ.

კომენტარი