უნიკალური ტესტი: რამდენად კარგად უმკლავდებით სტრესს?

48

სწრაფი, თუმცა მაღალი სიზუსტის ტესტი, რომელიც განსაზღვრავს სტრესულ სიტუაციებში თქვენს მდგომარეობას.

მომდევნო ტესტს იყენებენ ფსიქოლოგები და მისი წყალობით მათ შეუძლიათ დაადგინონ ადამიანის ფსიქოლოგიური პრობლემები, ჩაიხედონ მის ქვეცნობიერში და ჩასწვდნენ არსს. მსგავსი ტესტების დახმარებით შესაძლებელია შეიტყოთ ინდივიდის საიდუმლო შიშები და მისი სურვილები.

ეს კი მორიგი ფსიქოლოგიური ტესტია, რომელიც საკუთარი თავის შეცნობას და სტრესის გამკლავებაში დაგეხმარებათ.

რომელი გამოსახულება დაინახეთ სურათზე პირველად?

stresi

უცხოპლანეტელი

ეს შედეგი მოწმობს, რომ თქვენ სანახევროდ მიდრეკილნი ხართ სტრესული მდგომარეობისკენ. ამის შესახებ არ ღირს ნერვიულობა.

მთავარია- არ ჩაეძიოთ საკუთარ თავს და არ დახატოთ პრობლემები იქ, სადაც ფაქტიურად ის არ არის. ამოისუნთქეთ, დალიეთ საყვარელი სასმელი და რთულ სიტუაციებს შეხედეთ სხვა მხრიდან. პირველივე სტრესულ სიტუაციაში, გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები. ცხვირით ღრმად ჩაისუნთქეთ ჰაერი, ხოლო პირით ნელა და მსუბუქად ამოისუნთქეთ.

ფრინავი თეფში

სტრესის მიმართ საოცრად მგრძნობიარე ხართ. თქვენი ფსიქიკა თითქმის ყოველთვის აფეთქების პირას იმყოფება. აუცილებელია იმუშავოთ საკუთარ თავზე, რადგან მუდმივი სტრესი უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე. შესაძლოა დაგეწყოთ უძილობა ან პირიქით ღამის კოშმარები.

მუდმივმა გაღიზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, გულისრევა და თავის ტკივილი. უკეთესია მიმართოთ ფსიქოლოგს ან ამ პრობლემის მოგვარება სთხოვოთ ახლობელ ადამიანებს. ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ.

გამოქვაბული

საქმე მოსალოცად გაქვთ! არანაირი სტრესი არ გეკარებათ. თქვენში უსასრულო პოზიტიური ენერგიაა და ეს გეხმარებათ ყურადღება არ მიაქციოთ ცხოვრებისეულ ნეგატივს. გარდა ამისა, ნებისმიერ სიტუაციაში ინარჩუნებთ სიმშვიდეს, დადებით განწყობას და ცდილობთ სხვებიც გაამხნევოთ.

 

კომენტარი