ჩაბრუნებული ფრჩხილის სამკურნალო მალამო, ხალხური რეცეპტით

226

ჩაბრუნებული ფრჩხილის სამკურნალოდ, ტრადიციული მედიცინა იყენებს ორ მეთოდს: ქირურგიულ ოპერაციას ან სპეციალურ სამედიცინო ფირფიტას, თუმცა ხალხურ მედიცინაში არაერთი საშუალება არსებობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

როგორ გავთავისუფლდეთ ჩაბრუნებული ფრჩხილისგან ნატურალური საშუალებების დახმარებით?

ეფექტური, სახლში დამზადებული მალამო, რომლის დახმარებითაც ჩაბრუნებული ფრჩხილის განკურნება სულ რაღაც 3 დღეშია შესაძლებელი. მისი მომზადებისთვის დაგჭირდებათ:

ალოეს წვენი- 1 ს.კ.

გახეხილი ხახვი- 1 ს.კ.

გამდნარი კარაქი- 1 ს.კ.

დამდნარი ცვილი- 1 ჩ.კ.

კომბოსტოს ფურცელი- 1 ცალი.

მომზადების და მიღების წესი:

ინგრედიენტები, ცვილის და კომბოსტოს ფურცლის გარდა,  მოათავსეთ შესაბამის ჭურჭელში, კარგად მოურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე.

უკეთესია თუ მალამოს წყლის ორთქლზე გათბობით. ნარევს მოურიეთ ხის კოვზით. როდესაც ის გათბება ჩაასხით გამდნარი ცვილი და გააგრძელეთ მორევა, სანამ ერთი მასა არ გახდება, ხოლო შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დატოვეთ გასაგრილებლად.

ამ პერიოდში კომბოსტოს ფურცელი რამდენიმე წამი დაალბეთ მდუღარე წყალში.

მალამოს მომზადების შემდეგ მიჰყევით ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა უმკურნალოთ ჩაბრუნებულ ფრჩხილს:

1.მიიღეთ ფეხის აბაზანა ან მსუბუქად წყალში დაალბეთ ფეხი, ხოლო შემდეგ გაიმშრალეთ;

2.გამზადებული მალამო წაისვით დაზიანებულ ფრჩხილზე;

3.ზემოდან შემოიხვიეთ კომბოსტოს ფურცელი;

4.ჩაიცვით წინდა და დაწექით დასაძინებლად;

5.დილით გახსენით შეხვეული თითი და ფრჩხილის პატარა ნაწილი მსუბუქად მოიჭერით.

6.თავიდან წაისვით მალამო და შეიხვიეთ იმავენაირად.

2-3 დღის შემდეგ, თქვენ დაივიწყებთ ჩაბრუნებული თითისგან მიღებულ დისკომფორტს.

 

კომენტარი