ვაშლის ღვეზელი, რომლის გემო ყველაზე მოახდენს შთაბეჭდილებას

102

ეს უგემრიელესი ღვეზელი ყველა სტუმარზე მოახდენს შთაბეჭდილებას.

ინგრედიენტები:
– 1,5 ჭიქა ფქვილი
– 0,5 ჭიქა შაქრის პუდრი
– 1 კვერცხი
– 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
– 100 გ ოთახის ტემპერატურის ნაღების კარაქი
– 1 ს/კ ლიქიორი სურვილისამებრ

ინგრედიენტები შიგთავსისთვის:
– 1 კგ ვაშლი
– 750 მლ გადაწურული ვაშლის წვენი
– 80 გ ვანილის პუდინგი, ან კარტოფილის სახამებელი
– შაქარი გემოვნებით 

ინგრედიენტები ზედა ფენისთვის:
– 400 მლ ნატურალური იოგურტი
– 2 ს/კ სწრაფად ხსნადი ჟელატინი
– შაქრის პუდრი გემოვნებით

მომზადების წესი:
1. ფქვილს (გაცრა აუცილებელია), გამაფხვიერებელი და შაქრის პუდრი შეურიეთ. დაამატეთ კვერცხი, კარაქი, ლიქიორი და მოზილეთ რბილი ცომი. საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ ცოტა ფქვილი. ცომი მაცივარში გადაიტანეთ. 

2. ვაშლები გაფცქვენით და თხლად, ან პატარა კუბიკებად დაჭერით. ნაჭრებს ლიმონის წვენი მოასხით. 

3. პუდინგს ვაშლის წვენი დაასხით და მოხარშეთ შეფუთვაზე არსებული ინსტრუქციის მიხედვით. ცხელი პუდინგი ვაშლებს დაასხით და მოურიეთ. 

4. ცომი გააბრტყელეთ და ფორმაში გადაიტანეთ. გადაასხით პუდინგი ფორმაში ცომზე.

5. მოამზადეთ ღვეზელი 1 საათის განმავლობაში 170 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. მზა ღვეზელი გამორთულ ღუმელში კიდევ 1 საათით დატოვეთ, მას გაცივება აცადეთ და ფორმაშივე გადაიტანეთ მაცივარში მთელი ღამით. 

6. ვამზადებთ ზედა ფენას. გახსენით ჟელატინი 50 მლ ცხელ წყალში და მაც გაცივება აცადეთ. იოგურტი შაქრის პუდრასთან ერთად ათქვიფეთ, დაამატეთ ჟელატინი და ნარევი ღვეზელს დაასხით. ჩადეთ ღვეზელი მაცივარში 1 საათით- უგემრიელესი დესერტი მზადაა!

კომენტარი