ძალიან გემრიელი კექსი გოგრით, ლიმონით და ნიგვზით

27

მოგესალმებით, ძვირფასო მკითხველებო! დღეს მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ უგემრიელესი და სასარგებლო კექსი გოგრით და ნიგვზით.

ინგრედიენტები ცხობის ფორმისთვის დიამეტრით 25 სმ * 10 სმ
• 3 კვერცხი
• 120 გ შაქარი
• 1 მწიკვი მარილი
• 1 ს/კ ვანილის შაქარი
• 1 ჩ/კ დარიჩინი
• 150 გ ნაღების კარაქი
• 1 ლიმონის ცედრა
• 80 გ ნიგოზი 
• 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
• 100 გ ფქვილი
• 150 გ გოგრა
• შაქრის პუდრი გაფორმებისთვის

მომზადების წესი:
✓ განაცალკევეთ ერთმანეთისგან 3 კვერცხის ცილა და გული. შეურიეთ ერთმანეთს 3 კვერცხის გული, შაქარი+ ვანილის შაქარი, 1 მწიკვი მარილი და დარიჩინი. ინგრედიენტები მიქსერით ათქვიფეთ, დაამატეთ რბილი კარაქი და მასა კიდევ ერთხელ ათქვიფეთ. 

✓ მიღებულ მასას დაქუცმაცებული ნიგოზი, ლიმონის ცედრა და გახეხილი გოგრა დაუმატეთ. ინგრედიენტებს კარგად მოურიეთ. 

✓ დაამატეთ ფქვილი (გაცრა აუცილებელია) და გამაფხვიერებელი. მასას მოურიეთ. 

✓ კარგად ათქვიფეთ ცილა და აკურატულად შეურიეთ ცომს. 

✓ ცომი ცხობის ფორმაში გადაიტანეთ (ფორმას კარაქი წაუსვით) და გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 35-40 წუთის განმავლობაში. 

კომენტარი