დესერტი, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ

197

ამ დესერტის მომზადება სულაც არ არის რთული, მისი გემო კი, ბავშვობაში დაგაბრუნებთ!

ინგრედიენტები ცომისთვის:
• 1 კვერცხი
• 2 ს/კ შაქარი
• 100 გ რბილი ნაღების კარაქი
• 200 გ ფქვილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის:
• 200 გ ხაჭო (5-9%)
• 2 ს/კ შაქარი
• 1 ჩ/კ არაჟანი
• 2 ს/კ ფქვილი
• კვერცხის გულის ½

მომზადების წესი:
✓ ღუმელი 200 გრადუსამდე გააცხელეთ. კარაქი მაცივრიდან ამოიღეთ, ის რბილი უნდა იყოს.

✓ ვამზადებთ ცომს: შეურიეთ ერთმანეთს კარაქი, შაქარი და 1 კვერცხი. დაამატეთ ფქვილი (გაცრა აუცილებელია) და გამაფხვიერებელი. ინგრედიენტებს მოურიეთ, ცომს ბურთის ფორმა მიეცით და ჩადეთ საყინულეში დაახლოებით 10 წუთით. 

✓ შიგთავსის მომზადებისთვის შეურიეთ ერთმანეთს ხაჭო, შაქარი, არაჟანი, ფქვილი და 1 კვერცხის გულის ნახევარი. 

✓ ცომი მაცივრიდან ამოიღეთ, მას რულეტის ფორმა მიეცით და დაჭერით 10 ნაწილად. 

✓ ყოველი ნაჭერი გააბრტყელეთ. ყოველი ნაჭრის ნახევარზე ხაჭოს მასა გადაიტანეთ და მას ცომის მეორე ნახევარი დააფარეთ. 

✓ ჟარონას პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ, მასზე მომავალი დესერტი გადაიტანეთ და დარჩენილი კვერცხის გული წაუსვით. გამოაცხვეთ 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში. 

კომენტარი