გემრიელი ალადები კეფირზე

177

თქვენ დაგჭირდებათ:
– 300 მლ კეფირი
– 270 გ ხორბლის ფქვილი
– 1 კვერცხი
– 1 ჩ/კ სოდა
– 0,5 ჩ/კ მარილი
– 3 ს/კ შაქარი
– 1,5 ს/კ ძმარი
– მზესუმზირის ზეთი 

მომზადების წესი:
1. შეურიეთ ერთმანეთს 1 კვერცხი, შაქარი და მარილი. 
2. კეფირი გაათბეთ ნელ ცეცხლზე 35-40 გრადუსამდე და კვერცხის ნარევს შეურიეთ. 
3. დაამატეთ ფქვილი- სქელი არაჟნის კონსისტენცია უნდა მიიღოთ. 
4. სოდას ძმარი დაასხით და ნარევი ცომს შეურიეთ. დატოვეთ ცომი 10 წუთით. 
5. შეწვით ალადები ზეთში ორივე მხრიდან. 

კომენტარი