ალუბლის ღვეზელი- მარტივად მოსამზადებელი დესერტის რეცეპტი

79

ამ უგემრიელესი დესერტის მომზადებისთვის თქვენ დაგჭირდებათ:
– 200 გ ნაღების კარაქი
– 3 ს/კ ფქვილი
– 1 ჭიქა კეფირი
– 1 ჩ/კ გამახვიერებელი
– 1 მწიკვი მარილი
– 10 გ ვანილინი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის:
– 500 გ ალუბალი კურკების გარეშე
– 0,5 ჭიქა შაქარი

მომზადების წესი:
1. ფქვილს (გაცრა აუცილებელია) მარილი, გამაფხვიერებელი შეურიეთ, დაამატეთ კარაქი, ინგრედიენტებს მოურიეთ, კეფირი დაასხით და მოზილეთ ცომი. 

2. ცომი გააბრტყელეთ და ხაზებად გაჭერით. ალუბალი ცომზე გადაიტანეთ, ისე როგორც სურათზე ჩანს და შაქარი მოაყარეთ. 

3. ცომს რულეტის ფორმა მიეცით. 

4. გადაიტანეთ რულეტები ფორმაში და გამოაცხვეთ ღვეზელი 180 °C-მდე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. 

5. მზა დესერტს გაცივება აცადეთ და შაქრის პუდრი მოაყარეთ. 

კომენტარი