სალათა „ბარონი“ -გემრიელი და ნოყიერი

270

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე- 300 გრ.

ქამა სოკო- 400 გრ.

პრასი- 1 კონა (170 გრ.)

კიტრი- 2 საშუალო ზომის (250 გრ.)

კიტრის მწნილი- 1 ცალი (170 გრ.)

მაიონეზი- გემოვნებით.

მომზადების წესი:

ქამა სოკო დაჭერით ფირფიტებად და შეწვით მცენარეულ ზეთში.

ქათმის ფილე მოხარშეთ მცენარეულ ზეთში, გააგრილეთ და დაჭერით კუბიკებად.

პრასი დაჭერით ალყა-ალყა.

კიტრი (მათ შორის მწნილი) დაჭერით გრძელ და თხელ ნაჭრებად.

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ ჯამში, დააყარეთ მარილი გემოვნებით, გააზავეთ მაიონეზით და კარგად მოურიეთ.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი