იდეა სადილისთვის- შესანიშნავი რეცეპტი თქვენთვის

128

არ იცით რა მოამზადოთ ვახშმისთვის? ეს რეცეპტი თქვენთვისაა!

საჭირო ინგრედიენტები:
– 1 ჭიქა რძე
– 1 ჭიქა წყალი
– 2-3 ს/კ მზესუმზირის ზეთი
– 40 გ საფუარი
– 2 ს/კ შაქარი
– 0,5 ჩ/კ მარილი
– 600-800 გ ხორბლის ფქვილი
– 100 გ ნაღების კარაქი
– 200 გ ხაჭო
– 100 გ სულგუნი
– 1 კვერცხის ცილა
– 2 კვერცხის გული
– 200 გ პომიდორი ჩერი
– 1 ც. ბულგარული წიწაკა

მომზადების წესი:
1. თბილ რძეში საფუარი გახსენით. დაამატეთ თბილი წყალი და ზეთი. ინგრედიენტებს დაუმატეთ შაქარი, მარილი და კარგად მოურიეთ. პორციებით დაამატეთ ფქვილი (გაცრა აუცილებელია). მოზილეთ ელასტიური ცომი. ჯამს ცომით საკვების შესაფუთი პოლიეთილენი დააფარეთ და დატოვეთ სითბოში 1 საათით. 

2. ცომი 16 ნაწილად გაჭერით და ნაჭრებს ბურთულების ფორმა მიეცით. ყოველ ბურთულაზე გადაიტანეთ 1 ჩ/კ რბილი ნაღების კარაქი. 

3. ბურთულებს კარაქი წაუსვით, გააბრტყელეთ, მათ ჯერ რულეტის, ხოლო შემდეგ “ლოკოკინას” ფორმა მიეცით, ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. 

4. გადაიტანეთ ცომი ჟარონაზე, პერგამენტის ქაღალდზე და ცოტა ხნით დატოვეთ. მოამზადეთ შიგთავსი: 200 გ ხაჭოს, გახეხილი ყველი შეურიეთ, დაამატეთ ცილა, მოურიეთ. მოათავსეთ მასა ყოველი “ლოკოკინას” ცენტრში და დაამატეთ პომიდვრის და ბულგარული წიწაკის ნაჭრები. 

ათქვიფეთ 2 კვერცხის გული და მასა ცომის ფორმებს წაუსვით. გამოაცხვეთ 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში. 

კომენტარი