ორცხობილა ჯემით- სულ რაღაც 10 წუთში

187

სწრაფად მოსამზადებელი ორცხობილა ჯემით, რომლის მომზადებასაც 10 წუთში შეძლებთ.

გამოდის ნაზი, ჰაეროვანი დესერტი, რომელიც პირში დნება. მისი მომზადება იმდენად მარტივია, რომ დამწყები დიასახლისიც მარტივად გაუმკლავდება.

ინგრედიენტები:

ფქვილი- 200 გრ.

კარაქი- 200 გრ. (შეიძლება მარგარინიც);

სქელი არაჟანი- 6 ს.კ.

მარილი- მწიკვი;

ნებისმიერი ხილის ჯემი- გულსართისთვის;

მომზადების წესი:

გაყინული კარაქი ან მარგარინი გახეხეთ ფქვილში და დაუმატეთ არაჟანი.

ცომი უნდა მოზილოთ სწრაფად, რათა კარაქმა დნობა ვერ მოასწროს.

გამზადებული ცომი გააბრტყელეთ ფიცარზე და ამოჭერით კვადრატები.

კვადრატებზე გაანაწილეთ ჯემი და ჰორიზონტალურად შეაერთეთ მისი კუთხეები.

ცეცხლგამძლე ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, მასზე გადაიტანეთ ორცხობილას ნაჭრები და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში.

გამზადებულ ორცხობილას ზემოდან მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი