არაჟნის ნამცხვარი, რომლის მომზადებას ბავშვიც კი შეძლებს

318

ინგრედიენტები:

კვერცხი- 2 ცალი;

არაჟანი- 1 ჭიქა;

შაქარი- 1 ჭიქა;

საფუარი- 1 შეკვრა;

ფქვილი- 1,5  ჭიქა;

კაკაო- გემოვნებით (თუ გსურთ მუქი შეფერილობის ცომი).

კრემისთვის:

არაჟანი- 1,5 ჭიქა;

შაქარი- 1 ჭიქა.

მომზადების წესი:

ცომისთვის განკუთვნილი ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს, კარგად ათქვიფეთ და გააკეთეთ თხელი ცომი, ხოლო შემდეგ გადაიტანეთ საცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ 20 წუთი 180 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში.

კრემისთვის: შაქარი და არაჟანი ათქვიფეთ მიქსერით ერთი მასის მიღებამდე.

გამზადებული ბისკვიტი გააგრილეთ, გაჭერით შუაში, გადაუსვით კრემი. ფენები ერთმანეთზე დაალაგეთ და მთლიანად წაუსვით დარჩენილი კრემი.

სურვილისამებრ შეგიძლიათ ნამცხვარს ზემოდან მოაყაროთ გახეხილი შოკოლადი.

სუფრასთან მიტანამდე დესერტი 1-2 საათი მოათავსეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი