ჰოლანდიური ბლინები- განუმეორებელი გემო და არომატი

192

ჰოლანდიური ბლინები გამოდის არარეალურად გემრიელი. ის მზადდება ყველით და კამით.

მსგავსი რეცეპტით მომზადებული ბლინი მადისაღმძვრელია გულსართის ან რაიმე დანამატის გარეშეც.

მის მომზადებას არ სჭირდება დიდი დრო.

ინგრედიენტები:

ფქვილი- 500 გრ.

სახამებელი- 1 ს.კ.

რძე- 500 მლ.

წყალი- 250 მლ.

კვერცხი- 3 ცალი;

შაქარი- 1 ს.კ.

მარილი- ნახევარი ჩაის კოვზი.

მცენარეული ზეთი- 2 ს.კ.

მაგარი ყველი- 200 გრ.

საფუარი- ნახევარი ჩაის კოვზი;

კამა.

მომზადების წესი:

კვერცხი დააბლენდერეთ, დაუმატეთ შაქარი, მარილი და გააგრძელეთ თქვეფა.

ასევე, მასას დაუმატეთ რძე და კიდევ 15-20 წამი  დააბლენდერეთ.

მიღებულ ნარევს დაუმატეთ ფქვილი, სახამებელი, წყალი და ისევ დააბლენდერეთ ერთი მასის მიღებამდე.

ყველი გახეხეთ, კამა წვრილად დაჭერით, ორივე ინგრედიენტი დაუმატეთ ათქვეფილ მასას და კიდევ ერთხელ კარგად ათქვიფეთ.

მიღებული ნარევი გადაიტანეთ ღრმა ჯამში, დაუმატეთ მცენარეული ზეთი და მოურიეთ.

ტაფა გააცხელეთ, წაუსვით მცენარეული ზეთი და გამოაცხვეთ ბლინებით.

გამზადებულ ბლინებს მიეცით რულეტის ფორმა და მიიტანეთ სუფრასთან.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი