როგორ შევწვათ ტაფაზე ღორის ხორცი, რომ ის ფუმფულა და არომატული გამოვიდეს?

62

ინგრედიენტები:

ღორის ხორცი- 600-700 გრ.

რძე;

კვერცხი- 1 ცალი;

მარილი, პილპილი, შაქარი- თითოეული 1 ჩ.კ.

ფქვილი.

მომზადების წესი:

ღორის ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და დაბეგვეთ.

შაქარი, მარილი, პილპილი აურიეთ ერთმანეთში და  წაუსვით თითოეულ ხორცის ნაჭერს.

ხორცის ნაჭრები მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში, დაასხით რძე და დატოვეთ 3 საათი.

დროის გასვლის შემდეგ აიღეთ ხორცი, ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ კვერცხში და ტაფაზე შეწვით მცენარეულ ზეთში.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი