ბულგარული წიწაკა უგემრიელესი შიგთავსით

145

საჭირო ინგრედიენტები:
– 4 ც. ბულგარული წიწაკა
– 200 გ ბეკონი
– 1 ც. ბადრიჯანი
– 200-300 გ ტომატი
– 200 გ ყველი
– 3 კბილი ნიორი
– 1/2 ც. ხახვი
– 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
– 1 კონა მწვანილი
– მარილი, შავი პილპილი, პროვანსის სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესი:
1. ბულგარული წიწაკა გარეცხეთ, გაასუფთავეთ მარცვლებისგან. ზეითუნის ზეთი გააცხელეთ, შეწვით დაქუცმაცებული ნიორი და თეფშზე გადმოიღეთ. არომატულ კარაქში შეწვით დაქუცმაცებული ბეკონი. დააქუცმაცეთ გაფცქვნილი ბადრიჯანი, დაუმატეთ ბეკონს და მოამზადეთ 2 წუთი. 

2. ინგრედიენტებს ტომატი შეურიეთ და მოშუშეთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში. ტაფა ცეცხლიდან გადმოდგით და ინგრედიენტებს გაცივება აცადეთ. მასას 2 კბილი დაქუცმაცებული ნიორი, ხახვი, გახეხილი ყველი, დაქუცმაცებული მწვანილი და სანელებლები შეურიეთ. შიგთავსი მზადაა.

3. გაავსეთ ბულგარული წიწაკა შიგთავსით, ცხობის ფორმაში გადაიტანეთ (ფორმას წინასწარ კარაქი წაუსვით) და მოამზადეთ 180-200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში. 

კომენტარი