როგორ გავიკეთოთ სახის პილინგი სახლის პირობებში?

63

ჩვენი კანი მუდმივად ახლდება. როდესაც გვშორდება მკვდარი კანი, მის ადგილას წარმოიქმნება ქერცლი. ამის თავიდან ასაცილებლად დაგეხმარებათ პილინგის პროცედურა. მთავარია, რომ მის მოსამზადებლად არ არის აუცილებელი მიაკითხოთ სილამაზის სალონს. პილინგის გაკეთება შესაძლებელია სახლის პირობებშიც.

ამისათვის დაგჭირდებათ:

კოსმეტიკური ბამბის დისკი;

საპონი (ბავშვის ან სარეცხის).

კალციუმ ქლორიდი -5-10% (იყიდება აფთიაქებში).

მომზადების და მიღების წესი:

ბამბის დისკი დაასველეთ კალციუმ ქლორიდში და გაიწმინდეთ სახე. გაიჩერეთ რამდენიმე წუთი, რათა წამალი კანმა შეიწოვოს. პროცედურა გაიმეორეთ შვიდჯერ (ამისათვის საკმარისია 1 ამპულა).

პროცედურისას შესაძლოა კანის მსუბუქი წვა იგრძნოთ და ეს ნორმალურია, ხოლო თუ კანი ძალიან გეწვით სასწრაფოდ დაიბანეთ ბავშვის საპნით. კალციუმ ქლორიდის ბოლო (მე-7) წასმის შემდეგ თითები დაისველეთ წყალში და სქლად გადაისვით საპონი.

საპნიანი ხელი წაისვით სახეზე, მასაჟის მოძრაობით. პროცედურისას შეამჩნევთ, რომ მკვდარი კანი გშორდებათ. არ შეშინდეთ და გააგრძელეთ საპნით სახის დამასაჟება, სანამ მკვდარ კანზე ქერცლების წარმოქმნა არ შეჩერდება.

ბოლოს სახე კარგად დაიბანეთ თბილი წყლით. კანის გამოშრობის წინააღმდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.

 

კომენტარი