მსუბუქი და სწრაფად მოსამზადებელი შოკოლადის ტორტი ცხობის გარეშე

167

ამ რეცეპტით მომზადებული ტორტი მოგაგონებთ შოკოლადის ვაფლს, თუმცა ის ქარხნულ ნაწარმზე გაცილებით გემრიელია. გარდა ამისა, მზადდება ძალიან სწრაფად.

ინგრედიენტები:

მაცა (ცომისგან მომზადებული თხელი ფენები, იყიდება სუპერმარკეტებში)– 7 ფენა;

რძე- 1 ჭიქა;

რომი ან კონიაკი – 2 ჩ.კ.

კრემისვის:

ნაღები- 2 ს.კ.

შოკოლადი- 3 შეკვრა;

კარაქი- 100 გრ.

მარილი- მწიკვი;

ვანილი- 1 შეკვრა.

ინგრედიენტები:

რძე და რომი აურიეთ ერთმანეთს და დაბალ ცეცხლზე გაათბეთ, პარალელურად ურიეთ.

როდესაც ერთი მასა შეიკვრება, გადმოდგით ცეცხლიდან და კარგად გააგრილეთ (შეიძლება ცოტა ხანს მაცივარშიც მოათავსოთ).

მაცას თიოთოეული ფირფიტა რამდენიმე წამი დაალბეთ ალკოჰოლი-რძის ნარევში (დააცადეთ, რომ ფირფიტამ რძე შეიწოვოს).

ყოველ გაჟღენთილ ფირფიტას გადაუსვით წინასწარ გამზადებული შოკოლადის კრემი და დაალაგეთ ერთმანეთზე, ხოლო დარჩენილი კრემი მთლიანად გადაუსვით და მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.

გამზადებული ტორტი რამდენიმე საათი მოათავსეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი