იდეალური რჩევები დიასახლისებს, რომლებიც სახლში საქმიანობას გაგიმარტივებთ

82

ყველა დიასახლისის ოცნებაა სახლის საქმე დროულად დაასრულოს, რათა შემდეგ დრო საკუთარ თავს დაუთმოს, თუმცა ხშირად სახლის დალაგება ჭიანურდება გაუთვალისწინებელი პრობლემების გამო.

ჩვენ შევკრიბეთ რამდენიმე იდეა რომელიც ყოველდღიურ საქმიანობას გაგიმარტივებთ.

ჩაიდნის გაწმენდა ნადებისგან

1

ჩაიდანში ჩაასხით წყალი და ძმარი თანაბრად. ჩართეთ მოწყობილობა და დაელოდეთ, სანამ წყალი საკმარისად ადუღდება. გამორთეთ ჩაიდანი და იგივე პროცედურა გაიმეორეთ რამდენჯერმე. შედეგად ნადები უკვალოდ გაქრება.

განახლებული საცხობი ჭურჭელი

2

საცხობ ჭურჭელს წაუსვით სადილის მარილი, ხოლო შემდეგ გაწმინდეთ ქაღალდის ხელსახოცით.

ბზინვარე ონკანი

3

ცვილის ქაღალდი- საუკეთესო საშუალებაა ონკანის გასაწმენდად.

სუფთა აირღუმელი

4

იმისათვის, რომ აირღუმელი ახალივით გამოიყურებოდეს, გაწმინდეთ ის ზეითუნის ზეთში დასველებული პირსახოცით. დარჩენილი ზეთი მოაშორეთ სუფთა ნაჭრით.

ჭიქების გაწმენდა ნადებისგან

5

სუფთა წყალი და ძმარი თანაბრად შეურიეთ ერთმანეთს. ნარევი ჩაასხით ჭიქაში და გააჩერეთ 1 საათი. დროის გასვლის შემდეგ უბრალოდ გარეცხეთ ჭიქა ჭურჭლის სარეცხი ღრუბლით.

პროდუქტების საჭრელი დაფა

6

იმისათვის, რომ სამზარეულოს ხის საჭრელი დაფა ახალივით გამოიყურებოდეს, მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას: დაფაზე დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი, ზემოდან დააყარეთ მარილი და დააუთოვეთ 1 წუთი.

თეთრი აბაზანა

7

ამ მეთოდის გამოყენებით აღფრთოვანებულნი დარჩებით! აბაზანა საღამოს გაავსეთ ცხელი წყლით და მასში ჩაყარეთ სარეცხის მათეთრებელი, ხოლო დილით ისიამოვნეთ შედეგით.

საშუალება სახლში უსიამოვნო სუნის გასაქრობად

ეს რეცეპტი სასარგებლოა მათთვის ვისაც სახლში შინაური ცხოველი ჰყავს. იმისათვის, რომ სავარძლიდან უსიამოვნო სუნი გაქრეს, 2 ს.კ. წყალში დაამატეთ 1 ს.კ. სოდა და 10 წვეთი ლავანდის ზეთი. ნარევი ჩაასხით სპრეის ბოთლში და დაასხით იმ ადგილებს, სადაც უსიამოვნო სუნია.

განაახლეთ ჭურჭლის გასარეცხი  ღრუბელი

8

პლასტმასის კონტეინერში ჩაყარეთ 2 ს.კ. სამზარეულოს მარილი, 2 ს.კ. ცხელი წყალი. ჭურჭლის საწმენდი ღრუბელი მოათავსეთ ნარევში მთელი ღამე, ხოლო მომდევნო დღეს შეგიძლიათ გარეცხოთ ჭურჭელი სუფთა ღრუბლით.

გატეხილი კვერცხი

10

მსგავსი უსიამოვნების შემთხვევაში, გატეხილ კვერცხს დააყარეთ მარილი და გააჩერეთ 15 წუთი.  დროის გასვლის შემდეგ კვერცხი გაწმინდეთ ქაღალდის ხელსახოცით.

იდეალურად სუფთა ნიჟარა

11

თუ ნიჟარის ზედაპირს მარილით და ლიმონით გაწმენდთ, ის ახალივით იბრწყინებს.

ტაფაზე მიმწვარი ცხიმისგან გათავისუფლება

12

ტაფის დამწვარ ზედაპირს დააყარეთ მარილი და დაასხით წყალი, გააჩერეთ 15 წუთი, ამის შემდეგ ტაფა მარტივად გაირეცხება.

კომენტარი