გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი სალათა ქათმის ხორცით

188

მოულოდნელი სტუმრები- ასეთი შემთხვევებისთვის, გირჩევთ გამოიყენოთ სწრაფი და მარტივი რეცეპტები, რომელთა დახმარებით გემრიელ კერძებს მოამზადებთ და ყველას გააოცებთ!

ინგრედიენტები:
– 300 გ ქათმის ფილე
– 3-4 ც. მჟავე კიტრი
– 3 ც. ხახვი
– 3 ც. სტაფილო
– 150 გ მდნარი ყველი
– 3 კვერცხი
– მაიონეზი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ქათმის ფილე, 3 კვერცხი და სტაფილო მოხარშეთ.

2. ხორცი, კიტრი, ორი ც. ხახვი და სამი კვერცხი კუბიკებად დაჭერით. 

3. სტაფილო გახეხეთ და შეწვით დარჩენილ ხახვთან ერთად ზეთში. გახეხეთ მდნარი ყველი. 

4. გადაიტანეთ ინგრედიენტები თეფშზე ფენა-ფენა: ჯერ ფილე, შემდეგ ხახვი, მაიონეზი, კიტრი, შემწვარი სტაფილოს ნარევი, კვერცხი, მაიონეზი. მზა სალათას ყველი მოაყარეთ. 

კომენტარი