თილისმები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

78

ადრეული დროიდან, ითვლებოდა, რომ ძვირფას ქვებს სამკურნალო და მაგიური თვისებები აქვთ. ასეთი ქვა ხდება ძლიერი თილისმა, ის იცავს თავის მფლობელს და მისთვის წარმატების მომტანი ხდება. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვა სწორად არის შერჩეული. 

რომელი ქვა ავირჩიოთ?

ვერძი
საუკეთესო თილისმა ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ალმასია. ეს ქვა მფლობელს ეხმარება სწორი მიმართულების პოვნაში, აძლიერებს მის დადებით თვისებებს და მას ამშვიდებს. ვერძს ასევე მოუხდება ამეთვისტო, იასპი და საფირონი. 

კურო
კარგი ქვა კუროსთვის ზურმუხტია. ის მას სიბრძნეს მოუტანს და დაეხმარება მიზნების მიღწევაში. ეს თილისმა დაეხმარება ზოდიაქოს ამ ნიშანს გახდეს საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული. 

ტყუპები
ქვა- თილისმა ტყუპებისთვის აქატია. ასეთი თილისმა დაეხმარება მფლობელს “დაემშვიდობოს” საკუთარ ნაკლოვანებებს, იპოვოს შთაგონების წყარო, მოუტანს მას სიმშვიდეს. ტყუპებს ასევე უხდება ტოპაზი. 

კირჩხიბი
კირჩხიბისთვის იდეალური ქვა მარგალიტია. ასეთი თილისმა ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის წარმატების მომტანი იქნება. ასევე, ის გააძლიერებს ინტუიციას. კარგი არჩევანი იქნება ასევე ზურმუხტი და მწვანე აკვამარინი. 

ლომი
საუკეთესო ქვა ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ქარვაა, რომელიც ხდება მისთვის წარმატების მომტანი. ის დაეხმარება ლომებს უძილობის და სტრესის წინააღმდეგ ბრძოლაში. ლომს ასევე უხდება ქროზოლიტი, რომელიც გაუმკლავდება მის ეგოიზმს.

ქალწული
ქალწულს მოუხდება ვერცხლში ჩასმული ქრიზოლიტი. ასე მისი მოქმედება ძლიერდება. თილისმა ზოდიაქოს ამ ნიშანს უფრო მიმზიდველს გახდის და ხელს შეუწყობს მის ინტელექტუალურ განვითარებას. ქალწულს ასევე მოუხდება იასპი.

სასწორი
სასწორის ქვა აკვამარინია. მას შეუძლია გააკონტროლოს ზოდიაქოს ამ ნიშნის განწყობა. სასწორს ასევე მოუხდება ციტრინი და ტურმალინი. 

მორიელი
საუკეთესო ქვა მორიელისთვის- ოპალია. ეს მაგიური ქვაა- მას შეუძლია ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი სიჯიუტის დამარცხება. მორიელს ასევე უხდება ალექსანდრიტი და აკვამარინი. 

მშვილდოსანი
მშვილდოსნებს უხდებათ ფირუზი. სწორედ ეს ქვა მოუტანს მფლობელს წარმატებას და გამარჯვებას, გამბედაობას და სიბრძნეს. 

თხის რქა
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლისთვის იდეალური თილისმა ლალია. ის ეხმარება მფლობელს სიყვარულის პოვნაში. მისი დახმარებით, ადამიანი გახდება საკუთარ ძალებში დარწმუნებული და მიზანდასახული. თხის რქას მოუხდება ონიქსიც. 

მერწყული
საუკეთესო თილისმა ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის- ამეთვისტოა. ის დაიცავს მფლობელს წარუმატებლობისგან და ავადმყოფობისგან. 

თევზები
თევზების ქვა აკვამარინია. მისი დახმარებით, ზოდიაქოს ეს ნიშანი გახდება გამბედავი და ძლიერი. თევზებს მოუხდებათ ლურჯი ელფერის მქონე ქვები და მარგალიტი.

კომენტარი