ამ ტორტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 3 ინგრედიენტი და 10 წუთი

116

ყველაზე მარტივი მოსამზადებელი და გემრიელი ტორტი, რომელსაც არ სჭირდება ცხობა, თქვეფა ან კრემის მოხარშვა.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ დანა და კოვზი.

ინგრედიენტები:

თაფლის პური (ე.წ. პრიანიკი)- 500 გრ.

ბანანი (კარგად დამწიფებული)- 4 ცალი;

არაჟანი 20 %- 500 გრ.

მომზადების წესი:

პრიანიკი უნდა იყოს ახალი, გემრიელი და გულსართის გარეშე!

ტორტის ფორმისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ღრმა ჯამი.

ბანანი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად, ასევე დაჭერით პრიანიკი.

ტორტისთვის შეარჩიეთ ფორმა. მის ფსკერზე დააფინეთ სამზარეულოს ცელოფანი (იმ რაოდენობის, რომ შემდეგ მასში ტორტი შეახვიოთ).

ტორტი დაალაგეთ ფენებად (ამ რაოდენობის ინგრედიენტებით შესაძლოა მიიღოთ 3 ფენა, თუმცა დამოკიდებულია ჯამის ზომაზე): პრიანიკი, არაჟანი, ბანანი, პრიანიკი, არაჟანი, ბანანი, პრიანიკი, არაჟანი ბანანი, ხოლო ბოლოს დაასრულეთ პრიანიკით და ზემოდან გადაუსვით არაჟანი.

დესერტი შეახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 6-8 საათის განმავლობაში.

როდესაც ტორტი კარგად გაიჟღინთება, გადაიტანეთ მოზრდილ თეფშზე, მოხსენით ცელოფანი, გადაუსვით არაჟანი და მოაყარეთ წინასწარ დაფშვნილი პრიანიკი.

სურვილისამებრ შეგიძლიათ არაჟანი ათქვიფოთ შაქართან ერთად.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი