როგორ მოუმატოთ ინტერნეტს სიჩქარე, რომელსაც Wi Fi-ს დახმარებით ვიღებთ?

52

რას გააკეთებდნენ ადამიანები ინტერნეტის გარეშე? შესაძლოა ორი ვარიანტიდან ერთს: ბევრს იბრძოლებდნენ ან დროს ხშირად გაატარებდნენ სუფთა ჰაერზე. უკეთესია, თუ პირველს არ ვცდით. 21-ე საუკუნეში ადამიანი ყველაზე მეტ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით იღებს, ეს ნიშნავს, რომ კარგი Wi-Fi-ი ბედნიერი ოჯახის გარანტია, მაგრამ თუ ინტერნეტის სიჩქარე ძალიან დაბალია და შესაძლებლობა არ გაქვთ მაღალი სიჩქარის ინტერნეტის შესაძენად, მომდევნო საშუალება თქვენთვის არის.

როგორ მივიღოთ მეტი და გადავიხადოთ ნაკლები?

იმისათვის, რომ Wi Fi–ის მიმღები გააძლიეროთ და ინტერნეტის მაღალი სიჩქარე მიიღოთ, დაგჭირდებათ:

თუნუქის ქილა- 2 ცალი;

დანა ან ბასრი საკანცელარიო დანა;

ორმაგი იზოლაციის ლენტა.

აიღეთ თუნუქის ქილა, კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. ფრთხილად მოხსენით გამხსნელი, ხოლო შემდეგ მოაჭერით ძირი.

net2

დაიწყეთ ზედა მხარის მოჭრა, მაგრამ დაახლოებით 3 სმ. დატოვეთ (იხ. ფოტო).

net3

აი, როგორი უნდა გამოვიდეს

net4

ახლა კი თუნუქის ქილა ერთ მხარეს გრძივად გაჭერით. უნდა მიიღოთ ისეთი კონსტრუქცია, როგორიც ზედა ფოტოზეა.

თუ ანტენაზე ქილა ცუდად დგება, დაამაგრეთ ორმაგი იზოლაციური ლენტით.

იგივე მეთოდით გააკეთეთ მეორე ქილაც და ორივე ქილა ჩამოაცვით Wi Fi-ის ანტენებს, თუ საჭიროებს ისევ დაამაგრეთ ორმაგი იზოლაციური ლენტით.

net5

სპეციალურ პორტალზე შეამოწმეთ ინტერნეტის სიჩქარე და დარწმუნდებით, რომ ორ უბრალო ქილას წარმოუდგენელი რამ შეუძლია.

net6

მეტიც, შეამჩნევთ, რომ ინტერნეტის მუშაობა უკეთესი გახდა სახლის სხვადასხვა კუთხეში.

კომენტარი