როგორ მოვაშოროთ ფეხსაცმელს ნაკეცები და ჩაწეული ადგილები? საშუალება, რომელიც ძველ ფეხსაცმელს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს

40

არაფერია სამუდამო და ამას უნდა შევეგუოთ, თუმცა ღრმა ფილოსოფიას ვშორდებით, როდესაც ძვირადღირებულ ფეხსაცმელზე ნაკეცებს აღმოვაჩენთ. ეს კი გარდაუვალია, მით უმეტეს, თუ ფეხსაცმელი ნატურალური ტყავისგან არის დამზადებული.

უსიამოვნებაც ხდება. მაგალითად, თუ ფეხი შემთხვევით დაგაბიჯეს, ფეხსაცმლის ცხვირმა შესაძლოა ფორმა დაკარგოს და ჩაიზნიქოს. რისკჯგუფში შედის მკვრივი მატერიისგან დამზადებული ფეხსაცმელი და ბოტასი.

იმისათვის, რომ ფეხსაცმელს პირვანდელი სახე დაუბრუნოთ, ერთი პატარა ხერხი დაგეხმარებათ.

ამისათვის დაგჭირდებათ:

ორთქლის უთო;

მუყაო და ქაღალდი;

საშუალო ზომის პირსახოცი;

საუთაო მაგიდა და გადასაფარებელი (შეიძლება გამოიყენოთ პირსახოცი);

წყალი.

bot2

ნაბიჯი პირველი: ქაღალდი დაჭმუჭნეთ. ქაღალდს და მუყაოს მიეცით დაახლოებითი ფეხსაცმლის ფორმა და მჭიდროდ მოათავსეთ ფეხსაცმელში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფეხსაცმლის ყუთიც.

bot3bot4

ნაბიჯი მეორე: ეცადეთ, რომ მუყაო და ქაღალდი გაცილებით მყარად იყოს იმ ზონებში, სადაც ფეხსაცმელს ნაკეცები აქვს.

bot5

მთლიანობაში, ბოტასი უნდა იყოს ქაღალდით და მუყაოს ფორმით სრულად სავსე.

ნაბიჯი მესამე: ფეხსაცმელს მოხსენით თასმები.

bot6

ნაბიჯი მეოთხე: არ დაგავიწყდეთ საუთაო მაგიდას გადააფაროთ ნაჭერი. მასზე მოათავსეთ ფეხსაცმელი ან ბოტასი და დააფარეთ საშუალო ზომის პირსახოცი.

bot7

bot8

ნაბიჯი მეხუთე:  ჩართეთ უთო და პირსახოცზე გასმით, ფრთხილად დააუთოეთ ის ადგილები, სადაც ნაკეცია. წარმოიდგინეთ, რომ ძალიან დაჭმუჭნილ ტანისამოსს  აუთოებთ.

 

გამოიყენეთ ორთქლი, რადგან ეს დაგეხმარებათ დაარბილოს ტყავი და გაათანაბროს მისი ზედაპირი.

bot9

ნაბიჯი მეექვსე: არ მოაცილოთ ფეხსაცმელს პირსახოცი და დატოვეთ რამდენიმე ხანი, რათა გაგრილდეს.

bot10

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ შეგიძლიათ შედეგი შეაფასოთ- ფეხსაცმლი ახალივით გახდება.

bot11

კომენტარი