როგორ დაუბრუნოთ ცხიმიან და მოყვითალო სამზარეულოს ტულის ფარდებს პირვანდელი იერი მარტივი ხერხით

82

სამზარეულოში სრული სისუფთავე და წესრიგი- იდეალურია, რომლისკენაც ყველა დიასახლისი მიისწრაფის, თუმცა ამის მიღწევა ბევრისთვის რთულია. ზოგჯერ სამზარეულოში ყველაფერი ბრწყინავს, მაგრამ ყველაფერს ერთი უმნიშვნელო დეტალიც კი აფუჭებს. მაგალითად ტულის ფარდები, მის შესახებ, არაერთი დიასახლისი ივიწყებს.

თუ ფარდამ პირვანდელი სახე დაკარგა, აი საშუალება, თუ როგორ უნდა დაუბრუნოთ მას ბრწყინვალე იერი. რასაც სარეცხი მანქანით და ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებებით ვერ შეძლებთ.

ამისათვის დაგჭირდებათ:

სარეცხი ფხვნილი;

სამზარეულოს მარილი- მსხვილი კრისტალებით;

ბრილიანტის მწვანე.

ფარდები დაალბეთ თბილ წყალში, უკეთესია თუ მთელი ღამე დატოვებთ. დილით კარგად გაწურეთ და გადაიტანეთ ცხელ წყალში, ზემოდან კი დააყარეთ თეთრი ტანსაცმლისთვის განკუთვნილი სარეცხი ფხვნილი და დატოვეთ კიდევ რამდენიმე საათი.

par3

მარილი კარგად უმკლავდება ჩამჯდარ ცხიმს

რამდენიმე საათის შემდეგ, ფარდას თბილი წყალი გამოუცვალეთ, დაუმატეთ წყალში გახსნილი მარალი (3 ს.კ. მარილი ნახევარ ლიტრ წყალს) და რამდენიმე წვეთი ბრილიანტის მწვანე (არ დააწვეთოთ პირდაპირ ფარდაზე). წყალს კარგად მოურიეთ და მასში ფარდა გააჩერეთ 2-3 წუთი, პერიოდულად ამოაბრუნეთ.

par2

დროის გასვლის შემდეგ ფარდა გაწურეთ და გასაშრობად გაფინეთ. შედეგად სამზარეულოს ფარდები ახალივით გახდება.

par4

კომენტარი