ზოდიაქოს რომელ 4 ნიშანს აქვს ყველაზე ძლიერი ინტუიცია? საინტერესოა!

119

ინტუიცია- მეექვსე გრძნობა, თვისება რომელიც ეხმარება ადამიანს ჩაეძიოს მოვლენების არსს. ძლიერი ინტუიციის მქონე ადამიანები ნაკლებ შეცდომებს უშვებენ და ხშირად ხვდებიან როდესაც მათ ატყუებენ. ასტროლოგების აზრით, ზოდიაქოს ოთხ ნიშანს სხვებთან შედარებით გაძლიერებული ინტუიცია აქვს. ხართ მათ რიცხვში?

კირჩხიბი
კირჩხიბისთვის პირველ ადგილზე ყოველთვის ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა იქნება. ზოდიაქოს ეს ნიშანი რთულად უშვებს ახლო წრეში ახალ ადამიანებს, რადგანაც მათზეა დამოკიდებული მისი ბედნიერება. მისი მეგობარი უნდა იყოს გულწრფელი და ერთგული. სწორედ ინტუიცია ეხმარება კირჩხიბს ადამიანების სკანირებაში. 

თხის რქა
თხის რქას ძალიან ძლიერი ინტუიცია აქვს. მის ქვეცნობიერში “ინახება” ინფორმაცია ფაქტობრივად ყველაფრის შესახებ. ზოდიაქოს ამ ნიშნის მეგობარი გახდება მხოლოდ ძლიერი ადამიანი, რომელიც იქნება მასთან ერთად ჭირშიც და ლხინშიც.

ტყუპები
ზოდიაქოს ეს ნიშანი ძალიან კომუნიკაბელური და ცნობისმოყვარეა. ბევრი თვლის, რომ ტყუპებს ბევრი ახლო მეგობარი ჰყავს, მაგრამ ეს ასე არ არის. ინტუიცია ეხმარება მას იმის დადგენაში თუ ვისთან შეიძლება იყო გულწრფელი და ვისთან არა.  

ქალწული
ქალწული უფრო კარგად ერკვევა გარშემომყოფებში, ვიდრე საკუთარ თავში. ურთიერთობა მას არ აშინებს. ის არასდროს ექცევა მეგობრების ზეგავლენის ქვეშ და ყოველთვის იღებს გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად.

კომენტარი