კატლეტი ქათმის ფილესგან- გემრიელი, მარტივად მოსამზადებელი და ნოყიერი

127

თქვენ დაგჭირდებათ:
– 550-600 გ ქათმის ფილე
– 1 კვერცხი
– 100 გ არაჟანი
– 1 კბილი ნიორი
– 2 ს/კ ხორბლის ფქვილი
– 70 გ ყველი (შეგიძლიათ დაქუცმაცებული ხახვით ჩაანაცვლოთ)
– მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
– 2-3 ს/კ მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი:

1. ქათმის ფილე გარეცხეთ, გააშრეთ და პატარა კუბიკებად დაჭერით. ხორცს მარილი, შავი პილპილი მოაყარეთ და დაქუცმაცებული ნიორი, გახეხილი ყველი, კვერცხი და არაჟანი დაუმატეთ. 

2. მიღებულ მასას ფქვილი შეურიეთ და 5 წუთით დატოვეთ. შეწვით კატლეტები ზეთში ორივე მხრიდან და ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად ქაღალდის ხელსახოცებზე გადაიტანეთ.

კომენტარი