ქალური მეგობრობა: რა არ უნდა მოუყვეთ უახლოეს „დაქალსაც“ კი?

74

მეგობრების ერთად შეკრება, ეს განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება,  მაგრამ ჩნდება კითხვა: რის შესახებ შეიძლება საათობით მსჯელობა? საუკეთესო გამოსავალი ფილმებზე, წიგნებზე საუბარია, თუმცა ამ თემების შესახებ უახლოესი მეგობრები იშვიათად საუბრობენ. ყოველთვის მოიძებნება ერთი საათი, რომ საკუთარ თავზე ილაპარაკოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში უმჯობესია საკუთარი თავის კონტროლი.

ფსიქოლოგები გვრიჩევენ: როგორი კარგი ურთიერთობაც არ უნდა გვქოდეს მეგობართან, არსებობს გარკვეული აკრძალვები, რომლებსაც საუბრის დროს თავი უნდა ავარიდოთ, რათა შემდეგ, ის სხვა კომპანიაში არ მოივისმინოთ. მარტივად რომ იტყვიან, წინ არ დაგვხვდეს.

წარმატება კარიერაში

1

თუ მეგობართან ერთად, ერთ ორგანიზაციაში მუშაობთ, კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა მისთვის თქმა, რომ უფროსმა დაწინაურება შემოგთავაზათ. მით უმეტეს, თუ თქვენ მეგობარს ამბიციები აქვს. მისი რეაქცია შესაძლოა წარმოუდგენელი იყო და ამასთანავე უფროსთან საქმეც გაგიფუჭოთ.

ფული

2

ყველა ჩვენგანს ფინანსური შესაძლებლობები განსხვავებული აქვს. ამიტომ, თქვენი შემოსავალი, ასევე შემოსავლის წყარო და ყველა ფინანსური დეტალი შესაძლოა გაანდოთ მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც ფინანსურად თქვენგან არ განსხვავდება (მაგრამ ესეც სადაო თემაა). წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსაუბრისგან ელოდეთ შურს ან შეცოდების.

ურთიერთობა პარტნიორთან

3

ჩხუბი, დაშორება და შერიგება, დროთა განმავლობაში ყველა წყვილს შორის ხდება. მთავარია, მეგობართან პარტნიორზე საუბრის დროს დეტალებს არ ჩაუღრმავდეთ. მაგალითად, : მე უთხარი… და მან მიპასუხა…“, თქვენი პარტნიორის “დაქალთან” განსჯა, მას უარყოფით იმიჯს შესძენს. გარდა ამისა, შესაძლოა სწორედ ასეთი მამაკაცი მოსწონს თქვენს მეგობარსაც. თქვენ კი მის სუსტ და ძლიერ მხარეებს პირდაპირ ლანგრით გადასცემთ.

ინტიმური ცხოვრება

4

რაც საძინებელში ხდება, მხოლოდ თქვენთვის დაიტოვეთ. პირველ ყოვლისა, არავინ იცის, თუ როგორი რეაქცია ექნება თქვენს მეგობარს, როდესაც პირად ინტიმურ დეტალებს გაუზიარებთ. მეორე, ეს არა მარტო თქვენი საიდუმლოა, არამედ თქვენი პარტნიორისაც. მით უმეტეს, თუ რომელიმესთვის ეს „გვერდით გასვლა“ იყო.

უკეთესია თუ მეგობართან საუბრისას ოქროს წესს შეინარჩუნებთ: „ცოტა ვიცი- უკეთ მძინავს“. ნამდვილი მეგობრები საუბრისთვის ყოველთვის გამონახავენ გასართობ და საინტერესო თემებს .

 

კომენტარი