ხაჭოს დიეტური დესერტი, ფქვილის, მანანის ბურღულის და შაქრის გარეშე

108

ინგრედიენტები:

ხაჭო- 250 გრ.

კვერცხი- 2 ცალი;

რძე- 100 გრ.

ბანანი- 2 ცალი;

ვანილი, დარიჩინი- გემოვნებით.

შეიცავს: ცილები- 9,1; ცხიმი- 2,62; ნახშირწყლები-8,56.

მომზადების წესი:

კვერცხის ცილა და გული განაცალკევეთ.

ბლენდერში ათქვიფეთ ხაჭო და რძე, დაუმატეთ ბანანი, დარიჩინი ვანილი, კვერცხის გული და კიდევ ერთხელ კარგად ათქვიფეთ.

მასა უნდა გამოვიდეს სქელი.

ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გული, ქაფის წარმოქმნამდე და ფრთხილად დაუმატეთ ხაჭოს გამზადებულ ნარევს.

გამზადებული მასა გაანაწილეთ სილიკონის ფორმებში და გამოაცხვეთ 160-170 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 35 წუთი.

სუფრასთან მიტანამდე დესერტს შეგიძლიათ მოასხათ თაფლი.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი