მრავალფეროვანი ვიტამინების კოპლექსი- მოამზადეთ კანფეტი გამომშრალი ხილისგან

639

მოამზადეთ სახლის პირობებში  მრავალფეროვანი და გემრიელი კანფეტები გამომშრალი ხილისგან და თქვენ მიიღებთ ენერგიის ნარევს, რომელსაც შეუძლია დაამარცხოს გაციება, გაგიუმჯობესოთ განწყობა და მოგიყვანოთ ენერგიაზე.

მომზადების წესი:

70 გ. ფინიკი

70 გ. კურაგა

70 გ. შავი ქლიავი

70 გ. კაკალი

70 გ. ნუში

2 სუფრის კოვზი თაფლი

1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

ქოქოსის ფანტელი, მოსართავად

მოათავსეთ გამომშრალი ხილი ერთად და დაასხით თბილი წყალი. გააჩერეთ ხილის დარბილებამდე 30-60 წუთი. შემდეგ გააშრეთ ისინი და გაანთავისუფლეთ კურკებისგან.

ყველა დამბალი ხილი გადაწურეთ და  გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.

გატარებულ მასას შეურიეთ ლიმონის წვენი, თაფლი და კარგად აურიეთ ერთმანეთში. მასისგან გააკეთეთ ბურთულები და თითოეული ამოავლეთ ქოქოსის ფანტელში, რათა  ფორმა არ დაკარგოს. გამზადებული კანფეტები
შეინახეთ მაცივარში.

კომენტარი