როგორ გავიახალგაზრდავოთ ხელები სახლში დამზადებული ნიღბით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასაკი 60 წელზე მეტია

136

ხელები ქალის სავიზიტო ბარათია, ამიტომ აუცილებელია მას კარგად მოუაროთ. ცივ ამინდებში და სახლის დალაგების დროს სპეციალისტები გვირჩევენ ხელთათმანის გამოყენებას, ძილის წინ დამატენიანებელი კრემის წასმას და კვირაში ერთხელ ხელებზე სპა-პროცედრის ჩატარებას.

ამ უკანასკნელისთვის არ არის აუცილებელი სილამაზის სალონში წასვლა, ნიღბის გაკეთებას თავადაც შეძლებთ.

მომდევნო რეცეპტით დამზადებული ნიღაბი არაერთხელ ნაცადი და ეფექტურია, რომლის დამზადებასაც არ სჭირდება ძვირადღირებული ინგრედიენტები.

ამისათვის დაგჭირდებათ:

ფორთოხალი- 1 ნაჭერი;

მცენარეული ზეთი- 2 ს.კ.

მომზადების და გამოყენების წესი:

1.ფორთოხლიდან გამოწურეთ წვენი და დაუმატეთ მცენარეულ ზეთს.

2.მიღებული ნიღაბი წაისვით ხელებზე და დაიმასაჟეთ 10-15 წუთი, ხოლო შემდეგ მასა მოიშორეთ ქაღალდის ხელსახოცით და დაიბანეთ თბილი წყლით.

არ დაგავიწყდეთ დამატენიანებელი კრემის წასმა.

 

კომენტარი