როგორ განვასხვავოთ ხარისხიანი კარაქი ფალსიფიცირებულისგან?

47

ნებისმიერ მაღაზიაში ან სუპერმარკეტში შეძენილი კარაქი შესაძლოა არ აღმოჩნდეს იმდენად ნატურალური, როგორც ეტიკეტზეა მითითებული. ხარისხიანი და უხარისხო კარაქი  გარეგნულად ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდება. მთავარი საშიშროება: ზოგიერთ შემთხვევაში მწარმოებელი მყიდველს განუმარტავს, თუ რისგან არის დამზადებული პროდუქტი, ხოლო დასასრულს მითითებულია, რომ მათი პროდუქცია ყველაზე მაღალხარისხიანია.

ზოგიერთი დიასახლისი კარაქს ბაზარში ყიდულობს, რადგან ფიქრობს, რომ ამ გზით გაცილებით ნატურალურ პროდუქტს მიიღებს, თუმცა ექსპერტები ყველა შემთხვევაში გვირჩევენ მისი ხარისხის შემოწმებას. ამ შემთხვევაში კი გამოიყენეთ ქვემოთ მითითებული ინსტრუქცია.

როგორ შევამოწმოთ კარაქის ხარისხი?

1.შეფუთვაზე აუცილებელია მითითებული იყოს, რომ ეს ნამდვილად „კარაქია“. თუ მითითებულია მარგარინი ან ჰიდროგენური კარაქი, ასეთი პროდუქტის კვების რაციონში ჩართვა არ ღირს. ზოგიერთ მწარმოებელი სიტყვებით თამაშობს და შეფუთვაზე წერს: „კარაქის შემცველი“, „რძიანი კარაქი“ ან რაღაც მსგავსი. არ მოტყუვდეთ!

2.თუ კარაქის შეფუთვაზე მითითებულია ცხიმი 60%-ზე ნაკლები, ამ პროდუქტს არ შეიძლება ეწოდოს ნაღების კარაქი.

3.თუ ნატურალურ კარაქს გაყინავთ, ხოლო შემდეგ დაჭრით, ის უნდა დაიშალოს პატარა ნაწილებად. კარაქი, რომელსაც დანამატები და ტრანს ცხიმები აქვს  თანაბრად დაიჭრება. გარდა ამისა, დანასაც მიეკრობა. თუ კარაქის შეფუთვა, რომელსაც საყინულედან გამოიღებთ რბილია- დარწმუნებული იყავით, რომ ფალსიფიცირებულია.

4.ნატურალური კარაქი მარტივად შორდება შეფუთვის ქაღალდს. მარგარინთან ან სპრედთან შედარებით, მისი პურზე წასმა გაცილებით რთულია.

5.ცოტა კარაქი გახსენით თბილ წყალში, შედეგად ნატურალური თანაბრად გაიხსნება, ხოლო ფალსიფიცირებული ნაწილებად.

კომენტარი