როგორ უნდა გავიზომოთ არტერიული წნევა, თუ თავს ცუდად ვგრძნობთ და “ტონომეტრი” არ გვაქვს?

192

უდავოა, უკეთესია თუ არტერიულ წნევას ტონომეტრის დახმარებით გაიკონტროლებთ, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ, თუ გარკვეული მიზეზების გამო, ის ცუდად ყოფნის მომენტში არ გვაქს?

ეს არაერთხელ ნაცადი საშუალებაა, რომელიც დაახლოებითი სიზუსტით განსაზღვრავს არტერიულ წნევას- როგორც მაღალს, ისე დაბალს.

როგორ გავიზომოთ წნევა ტონომეტრის გარეშე?

სკამზე დაჯექით კომფორტულად (სასურველია თუ კარგად მიეყრდნობით სკამის საყრდენს, როგორც ზურგით ისე თავით) და მაჯის მიდამოში შეამოწმეთ პულსი თითის ბალიშებით, ხოლო შემდეგ თითით დააჭირეთ არტერიას იმ დრომდე, სანამ პულსაცია არ შეწყდება: რაც უფრო მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ ამისთვის, მით უფრო მაღალია არტერიული წნევა.

wneva2

არტერიული წნევის დონის შემოწმებისას:

მკვეთრად გამოხატული პულსაცია, მიუთითებს არტერიული წნევის მომატებას;

თუ არტერიაზე თითების რბილად დაჭერის შემდეგ პულსაცია ჩერდება, ეს დაბალი წნევის მანიშნებელია.

თუ ხელთ ტონომეტრი არ გაქვთ, ამ საშუალებით შესაძლოა გაიგოთ თქვენი ორგანიზმის მდგომარეობის ცვლილება, მაგრამ პირველივე შემთხვევისთანავე არ დაგავიწყდეთ ექიმთან ვიზიტი.

კომენტარი