წონაში დაკლების 6 საშუალება მჯდომარე სამუშაო დროს

75

უმეტესობა ჩვენგანს მჯდომარე სამუშაო რეჟიმი აქვს, რომელსაც ნაწილობრივ მივყავართ ჭარბი წონის წარმოქმნისკენ. საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე საშუალება, რომლებიც დაგეხმარებათ დაწვათ ზედმეტი კილოგრამები სამუშაო პროცესის დროს.

ფიტნეს-კლუბში ხშირი სტუმრობისთვის და სრულფასოვანი ვარჯიშისთვის ხშირად დრო და ენერგია არ გვაქვს, თუმცა არსებობს ალტერნატიული მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ ლამაზი სხეულის შენარჩუნებისთვის. გადახედეთ ექვს ყველაზე ეფექტურ მეთოდს:

1.სამსახურში ეცადეთ გამოიყენოთ კიბე და არა ლიფტი.

1

2.სამსახურში მისვლამდე გზაში ყურსასმენებით მოუსმინეთ მუსიკას ან სამუშაო ადგილზე- ამგვარად თქვენ იმოძრავებთ მის ჰანგებზე და ჩვეულზე მეტ მოძრაობას შეასრულებთ.

2

3.არ ჩაიცვათ ქუსლიანი ფეხსაცმელი. მოსახერხებელი და კომფორტული ფეხსაცმელი დამატებით სტიმულს მოგცემთ შესვენების დროს მეტი იაროთ.

3

4.ფიზიკური აქტიურობისთვის გამოიყენეთ ნებისმიერ შესაძლებლობა, მინიმალურიც კი: შესვენების ან სატელეფონო საუბრის დროს აუცილებლად ადექით სკამიდან და იარეთ ოთახში.

5.სამსახურში საკვები ყოველთვის გაიყოლეთ სახლიდან. სწორად და ნატურალურ ინგრედიენტებზე მომზადებული საკვები საშუალებას მოგცემთ თავი აარიდოთ ე.წ. „ფასტუფუდებს“ და სხვა ორგანიზმისთვის მავნე საკვებს.

4

6.ოფისის თანამშრომლებთან ერთად გააკეთეთ სპეციალური ვარჯიშები. ეს დიდი ხანია დამკვიდრდა სხვადახვა ორგანიზაციებში. მარტივი ვარჯიშები დაგეხმარებათ მოდუნებული კუნთების გააქტიურებაში. გარდა ამისა, მცირე დროით  დამღლელ სამუშაოს დაგავიწყებთ.

5

ზემოთ ჩამოთვლილი ხელმისაწვდომი მეთოდები დაგეხმარებათ ლამაზი სხეულის შენარჩუნებაში. ასევე, გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობას და განწყობას.

კომენტარი