რა შეცდომებს ურთიერთობებში უშვებენ ქალები?

45

ურთიერთობა მამაკაცს და ქალს შორის ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. უნდა ვიცოდეთ, რომ არავინაა დაზღვეული შეცდომებისგან და იდეალური ფსიქოლოგიური კლიმატის შენარჩუნება ხშირად სირთულეს წარმოადგენს. მაგრამ რას ვერ პატიობს მამაკაცი საყვარელ ქალს? გაითვალისწინეთ, რომ საუბარი ღალატზე არ არის.

5 შეცდომა, რომელსაც ქალები უშვებენ

კრიტიკა სხვების წინაშე
ჯანსაღი კრიტიკა ურთიერთობებში აუცილებელია, რადგანაც ის ხელს უწყობს პარტნიორის განვითარებას. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ეს ეხება მხოლოდ თქვენ ორს. ნუ აკრიტიკებთ მას უცხო ადამიანების წინაშე- ამ შემთხვევაში, ნათესავებს და მეგობრებსაც ვგულისხმობთ. 

მასში მამაკაცს ვერ ხედავთ
მამაკაცი კარგად გრძნობს, როდესაც ქალი მას სერიოზულად არ აღიქვამს და მასში კაცს ვერ ხედავს. 

ეჭვიანობა
მუდმივი ეჭვიანობა და დღეში სამი სკანდალი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოსაბეზრებელი ხდება და ამას ბევრი ვერ გაუძლებს.

მანიპულაცია
არ შეიძლება მამაკაცით მანიპულირება საკუთარი მიზნების მისაღწევად. ადრე თუ გვიან ის ამას მიხვდება და თავს დამცირებულად იგრძნობს.

შეურაცხყოფა
არ აქვს მნიშვნელობა ვის აყენებთ შეურაცხყოფას, პარტნიორს, თუ მის მეგობრებს. ეს ყოველთვის არის უპატივცემლობის მაჩვენებელი. 

კომენტარი