როგორ მოვიშოროთ ცხიმგროვები კანიდან სახლის პირობებში

172

ცხიმგროვა შესაძლოა გაჩნდეს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად ან კანის ანთებითი პროცესის შედეგად, ასევე დამწვრობის და კანის სხვა დაზიანებების დროს, თუცა არსებობს სხვა მიზეზებიც, როდესაც თვალის გარშემო ადგილებში ცხიმგროვა ჩნდება.

როგორ უნდა გათავისუფლდეთ ამ პრობლემისგან სახლის პირობებში და რა პროფილაქტიკური საშუალებები არსებობს, რათა ცხიმგროვა კანზე არ წარმოიქმნას?

1

თუ თქვენი კანი მიდრეკილია ცხიმგროვების წარმოქმნისკენ, გირჩევთ თავი აარიდოთ შემდეგ კომპონენტებს:

ვაზელინი;

პარაფინის ზეთი;

ნავთობპროდუქტები;

ლანოლინი.

სანამ კრემს ან სხვა კოსმეტიკურ საშუალებას გამოიყენებთ, აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას, არის თუ არა ჩამოთვლილი ნივთიერებები შემადგენლობაში.

როგორ გავთავისუფლდეთ ცხიმგროვისგან სახლის პირობებში?

საუნა

2

ორთქლი ხელს უწყობს ფორების გახსნას, რის შემდეგაც ცხიმგროვის მოშორება მარტივდება. ამიტომ ესტუმრეთ საუნას, რომელიც საუკეთესო საშუალებაა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

მოერიდეთ ულტრაიისფერ სხივებს

Woman applying suncream at the beach

მზეზე დიდი ხნით ყოფნამ შესაძლოა ცხიმგროვის ზრდას ხელი შეუწყოს და გაართულოს მისი მოშორება. ზაფხულის ცხელ ამინდში შეეცადეთ სახეზე წაისვათ მზისგან დამცავი კრემი.

თაფლი

4

ეს პროდუქტი ხელს უწყობს კანის დატენიანებას და მას გააჩნია ანტიოქსიდანტური თავისებურება, რომელიც მოკლე დროში გაგათავისუფლეთ ცხიმგროვებისგან. თაფლი წაისვით სახეზე, როგორც ნიღაბი, გაიჩერეთ 20-30 წუთი, რის შემდეგაც დაიბანეთ თბილი წყლით.

შენიშვნა: აუცილებელია იცოდეთ, რომ თაფლზე ალერგია არ გაქვთ.

ძმარი და სიმინდის სახამებელი

5

ვაშლის ძმარი დაუმატეთ სახამებელს (უნდა გამოვიდეს ფაფისმაგვარი მასა). მიღებული ნარევი წაისვით იმ ადგილებზე, სადაც ცხიმგროვები გაქვთ, გაიჩერეთ 20-30 წუთი, ხოლო შემდეგ მოიშორეთ თბილი წყლით.

აბუსალათინის ზეთი

6

აბუსალათინის ზეთი დაარეგულირებს კანიდან მარილის გამოყოფას. 1 ჩ.კ. აბუსალათინის ზეთი წაისვით სახეზე და გაიჩერეთ, რათა კანმა სრულიად შეიწოვოს, ხოლო შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.

კომენტარი