ინგრედიენტები:
ლორი- 300 გრ.
პომიდორი- 2 ცალი;
ბულგარული წიწაკა- 2 ცალი;
მაკარონი- 400 გრ.
დაკონსერვებული სიმინდი- 300 გრ.
ყველი- 200 გრ.
მაიონეზი- გემოვნებით.
მომზადების წესი:
მაკარონი მოხარშეთ მარილიან წყალში (უკეთესია თუ გამოიყენებთ ნიჟარის ან სპირალის ფორმის მაკარონს) და დატოვეთ გასაგრილებლად.
პომიდორი და ბულგარული წიწაკა დაჭერით კუბიკებად, ლორი- გრძელ წვრილ ნაჭრებად. ყველი გახეხეთ.
ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთს, დააყარეთ მარილი გემოვნებით და გააზავეთ მაიონეზით.
გემრიელად მიირთვით!