კომბოსტოს მობრაწულა- გემრიელი და ნოყიერი კერძის რეცეპტი

216

საჭირო ინგრედიენტები:
– 400 გ კომბოსტო
– 2 კვერცხი
– 2 ც. პომიდორი
– 100 მლ არაჟანი
– 80 გ ყველი
– მარილი, შავი პილპილი, იტალიური სანელებლები გემოვნებით
– 1 კონა კამა
– 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი:

1. კომბოსტო დააქუცმაცეთ, დაამატეთ მარილი და სანელებლები. 

2. პომიდორი მრგვალად, 2 სანტიმეტრიან ნაჭრებად დაჭერით. მწვანილი დააქუცმაცეთ, ყველი გახეხეთ. 

3. შეურიეთ ერთმანეთს 2 კვერცხი და არაჟანი, დაამატეთ მარილი და სანელებლები. 

4. ცხობის ფორმას ზეთი წაუსვით. გადაიტანეთ ფორმაში კომბოსტო, მას არაჟნის ნარევი დაასხით. ზემოდან დააწყვეთ პომიდვრის ნაჭრები და ყველი მოაყარეთ. 

5. მოამზადეთ კომბოსტო 40-50 წუთის განმავლობაში 200 °С- მდე გაცხელებულ ღუმელში. მზა კერძს მწვანილი მოაყარეთ. 

კომენტარი