როგორ დავივიწყოთ ყოფილი პარტნიორის შესახებ? ყურადსაღებია

66

დიდი ხანია ერთმანეთს დაშორდით, თქვენ კი, მის შესახებ ვერ ივიწყებთ? ეს პრობლემა ბევრს აწუხებს. ღალატი, ერთობლივი გადაწყვეტილება, ახალი სიყვარული- განშორების უამრავი მიზეზი არსებობს, მაგრამ დროთა განმავლობაში ყოფილის შესახებ ფიქრს ძალიან ბევრი ქალი იწყებს. ამ დროს, ისინი ათვალიერებენ მის გვერდს სოციალურ ქსელებში, დადიან მის საყვარელ რესტორნებში. და რაც მთავარია, ნოსტალგია ხშირად იწყება ახალი ურთიერთობების დროსაც კი. 

საინტერესოა, მაგრამ საქმე გრძნობებში არ არის. ფსიქოლოგების აზრით, არსებობს 5 მიზეზი, რომლის გამოც ქალები ვერ ივიწყებენ ყოფილ პარტნიორს.

დაუსრულებლობის გრძნობა
ასეთი გრძნობა ჩნდება მაშინ, როდესაც პარტნიორებმა ვერ დაასრულეს ურთიერთობა მშვიდად. ან თქვენ რაღაცის შეცვლა გსურდათ, ის კი, უბრალოდ წავიდა. თუ დაგრჩათ კითხვები პასუხების გარეშე, დაწერეთ ყველა წყენის შესახებ ქაღალდზე, მაგრამ წერილს ნუ გააგზავნით, ის უბრალოდ გადააგდეთ. 

ემოციური დამოკიდებულება
ნუ გეშლებათ ერთმანეთში სიყვარული და ემოციური დამოკიდებულება. უნდა შეგეძლოთ პარტნიორის გაშვება, თუ ის გიყვართ და მას ბედნიერებას უსურვებთ. 

კომფორტის ზონა
გრძელვადიანი ურთიერთობები გულისხმობენ ერთობლივ შოპინგს, დალაგებულ ყოფა-ცხოვრებას, საერთო მეგობრებს და სხვა წვრილმანებს, რომელთა დახმარებითაც იქმნება ჩვენი კომფორტის ზონა. როდესაც ამ ყველაფრის გარეშე ვრჩებით, სტაბილურობის დაბრუნება გვსურს- ამიტომაც ვიხსენებთ წარსულს. ასეთ შემთხვევაში, უნდა მივხვდეთ, რომ კომფორტის ზონიდან გამოსვლა, გულისხმობს ახალი შთაბეჭდილებების, შესაძლებლობების მიღებას.  

პარტნიორი, როგორც პირადი საკუთრება
პარტნიორთან განშორების შემთხვევაში, ბევრი განაგრძობს ეჭვიანობას. მაგალითად, გავიდა 4-5 თვე და ქალი ყოფილის შესახებ არც კი იხსენებს, მაგრამ ის ხედავს მას რესტორანში ახალ შეყვარებულთან ერთად და ნოსტალგია ეჭვიანობასთან ერთად ბრუნდება. ის ცდილობს გაიგოს ვინ არის ეს ქალი, პოულობს მის შესახებ ინფორმაციას და ასე შემდეგ. პირველ რიგში საქმე ეგოიზმთან და დომინირების სურვილთან გვაქვს. ჰარმონიული ურთიერთობების შესაქმნელად კი, უნდა ვისწავლოთ “ჩუქება” და არა “მიღება”. 

აუხდენელი ოცნება
თქვენ ირჩევდით სახელებს მომავალი შვილებისთვის, ფიქრობდით ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე და უცებ ყველაფერი დამთავრდა. ამ ოცნებაზე უარის თქმა ძალიან რთულია. აუცილებელია, მიხვდეთ, რომ ყველა მოლოდინი რეალობად ვერ გადაიქცევა და არ არის სწორი მოითხოვოთ პარტნიორისგან ის, რისი “მიცემა” მას არ შეუძლია.

კომენტარი