როგორ მოვიშოროთ უსაფრთხოდ სხეულიდან თმა ხალხური საშუალებების დახმარებით?

84

არაერთი ქალი მიმართავს სხვადახვა საშუალებებს, რათა სხეულიდან არასასურველი თმა სრულიად მოიშოროს, განსაკუთრებით ეს პრობლემა აქტუალურია ცხელ ამინდში, როდესაც გვინდა, რომ  უნაკლოდ გამოვიყურებოდეთ.

ეპილაციის და სხვადახვა ძვირადღირებული კრემების  ალტერნატივა, არაერთხელ ნაცადი ხალხური საშუალებებია. ჩვენ მოვიძიეთ რამდენიმე მეთოდი, რომლებიც დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ არასასურველი თმისგან და თქვენს კანს ბზინვარება დაუბრუნოს. მათი გამოყენება შეუძლია ნებისმიერს და რაც მთავარია ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით.

საშუალება 1: ყავას+სოდა

ამ რეცეპტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 2 ს.კ. ნატურალური ყავა, 1 ჩ.კ. სოდა და ცოტა წყალი.

ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთს (უნდა გამოვიდეს ფაფისმაგვარი მასა) და წაისვით პრობლემურ ადგილებზე. მაგალითად, ხელზე ან ფეხზე. ნარევი კარგად შეიზილეთ კანზე და გაიჩერეთ რამდენიმე წუთი. მასა წაისვით ყოველ დღე, ხოლო შედეგს მიიღებთ დაახლოებით 1 კვირის შემდეგ.

საშუალება 2: კურკუმას+რძე

ამ რეცეპტისთვის დაგჭირდებათ 1 ს.კ. კურკუმა და 2 ს.კ. რძე. ორივე ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში და წაისვით პრობლემურ ადგილებზე.  ნარევი კანზე გაიჩერეთ 10 წუთი (შენიშვნა: კურკუმამ შესაძლოა კანი გააყვითლოს, ამიტომ დაიბანეთ ის საპნით ან შხაპის გელით).

ეს მეთოდი თმას გააღიავებს, მაგრამ, სასურველი შედეგის მისაღებად პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ დღე 1 კვირის განმავლობაში.

საშუალება 3: ლიმონს+ძმარი

ეს საშუალება საუკეთესოა ხელებზე თმის გასაღიავებლად. 2 ს.კ. ლიმონის წვენს დაუმატეთ 1 ს.კ. ძმარი და კარგად მოურიეთ. მიღებული ნარევი ფრთხილად წაისვით კანზე (თავიდან სასურველია შეამოწმოთ კანის პატარა ნაწილი), თუ შეამჩნევთ კანის სიწითლეს ან ალერგიას, სასურველია მიმართოთ სხვა საშუალებებს.

საშუალება 4: ლიმონი+შაქარი

1,5 ს.კ. ლიმონის წვენს დაუმატეთ 1 ჩ.კ. შაქარი. მიღებული ფაფისმაგვარი მასა წაისვით კანზე და რამდენიმე წუთი დაიმასაჟეთ. ეს საშუალება დაგეხმარებათ არასასურველი თმის გაუფერულებაში.

კომენტარი