ის თქვენით აღფრთოვანებულია: 5 ჟესტი, რითაც მიხვდებით, რომ მამაკაცი თქვენით დაინტერესებულია

35

არც ისე იშვიათად ხდება, როდესაც ქალი ბრუნდება პაემნიდან და ვერ ხვდება, მოეწონა თუ არა ის მამაკაცს, რომელსაც შეხვდა. თითქოს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თუმცა ის არ რეკავს…3 საათი! და თქვენ ფიქრობთ: „ალბათ რაღაც არ მოეწონა?!“, „შეიძლება რაღაც ისეთი გავაკეთე, რაც მისთვის მიუღებელია?“

კმარა საკუთარი თავის ტანჯვა და ამდენი ფიქრი! თუ მამაკაცი საპირისპირო სქესით დაინტერესდა, ამის მიხვედრა პირველივე პაემნის შემდეგაც კი შესაძლებელია და ყოველივეს მისი ქცევები გასცემს.

Romantic young couple dating and flirting at the bar, staring at each other's eyes

ის თვალს არ გაცილებთ

თქვენს გვერდით მას ავიწყდება ყველაფერი და დაჟინებით გიყურებთ პირდაპირ თვალებში. მისთვის გარშემო თითქოს ყველაფერი ჩერდება. ეს მზერა ნაზი, მგრძნობიარე, ემოციურია და გამორიცხულია სხვა გრძნობაში აგერიოთ.

მაგრამ, თუ მამაკაცი საკუთარ მზერას გამვლელ ქალებსაც „უზიარებს“, ეს ნიშანია, რომ დიდ ინტერესს თქვენს მიმართ არ გამოხატავს.

ის ცდილობს მიიქციოს თქვენი ყურადღება

პაემანზე, თქვენით დაინტერესებული მამაკაცი ცდილობს ყველანაირი საშუალებით გამხიარულდეთ და გააკეთოს ყველაფერი, რომ საღამო გაგილამაზოთ. ეს შესაძლოა იყოს თქვენთვის საინტერესო საუბარი, სასაცილო მოგონებები, სასიამოვნოდ გასახსენებელი ფაქტები და ა.შ. მისი ამოცანაა, მოიქცეს ისე, რომ მაქსიმალურად გასიამოვნოთ. თუ თქვენ კმაყოფილი ხართ, ისიც ბედნიერია!

ის იჩენს მზრუნველობას თქვენს მიმართ

თუ მამაკაცი თქვენით დაინტერესებულია, იგი პერიოდულად დაინტერესდება გცივათ თუ არა, გშიათ თუ არა ან ხომ არ დაიღალეთ. ის ზრუნავს თქვენს კომფორტზე და თუ საჭიროა, თავის ქურთუკს მოგცემთ, რათა გაგათბოთ.

ის გეხებათ სახეზე

საუბრისას ის გეხებათ სახეზე- ყურზე, ცხვირზე და ა.შ. ეს კარგის ნიშანია, რომელიც ადასტურებს, რომ მისი ინტერესის ობიექტი ხართ. ამ დროს, საპირისპირო სქესის ყურადღება მთლიანად თქვენს ხელშია.

თქვენი დანახვისას ის ცდილობს წარმოსადეგი და ძლიერი გამოჩნდეს

თუ თქვენთან შეხვედრისას მამაკაცი თავს ზემოთ წევს და ცდილობს კარგად გაიმართოს, რათა გაცილებით მაღალი გამოჩნდეს, ის ცდილობს გადაიქცეს კეთილ „გიგანტად“, რომელმაც ამის შემდეგ თავის პრინცესაზე უნდა იზრუნოს. დააფასეთ ეს თვისება და არ აჩვენოთ მას, თითქოს „დამოუკიდებლად ყველაფერი კარგად გამოგდით“ და გვერდით არავინ გჭირდებათ.

კომენტარი